Fitpass

Fitpass კორპორაციული აპლიკაცია

Fitpass კორპორატიული მომსახურებაა, რომელიც ეხმარება კომპანიებს, იზრუნონ თანამშრომლების ჯანსაღ ცხოვრებასა და მოტივაციაზე. პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს საშუალება აქვთ დაკავდნენ 50-ზე მეტი სპორტული აქტივობით, 250-ზე მეტ ობიექტში, ყოველღიურად, თვეში ერთი სააბონენტო გადასახადით. Fitpass სისტემაში ჩართვა კი კომპანიებისთვის არის სრულიად უფასო.

როგორ მუშაობს?

Fitpass-ში კომპანიის და თანამშრომლების ჩართვა მარტივია

1

გაწევრიანება

Fitpass სისტემაში გაწევრიანება და პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება კომპანიისთვის არის სრულიად უფასო.
2

საანგარიშო პერიოდი

საანგარიშო პერიოდი ერთი თვეა, რომლის რიცხვს თავად კომპანია ირჩევს.
3

დაფინანსება

კომპანიას შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსოს თანამშრომელს Fitpass-ის საფასური, ან თანამშრომელმა ხელფასიდან გადაიხადოს თანხა.

სარგებელი

კომპანიისთვის

Fitpass ეხმარება კომპანიებს, რომლებიც ზრუნავენ თანამშრომლებზე და იციან, რა შედეგები აქვს უმოძრაობას, სტრესსა და სუსტი იმუნური სისტემის ქონას. თანამშრომლები ფიზიკური აქტივობის გაზრდის შედეგად ხდებიან უფრო პროდუქტიულები და აღწევენ უკეთეს შედეგებს სამსახურში.

თანამშრომლისთვის

თანამშრომლებს აქვთ არჩევანი დაკავდნენ მათთვის საინტერესო სპორტული აქტივობით იმ ობიექტში, რომლის ადგილმდებარეობაც ყველაზე ხელსაყრელია. Fitpass უდრის 250-ზე მეტ სხვადასხვა ობიექტის აბონემენტის ქონას ცალკ-ცალკე.


Fitpass family

გამოგვყევით

გაეცანი ჩვენს სოციალურ არხებს, სადაც დაგხვდება რჩევები პარტნიორ ობიექტებზე და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებზე, სიახლეები პარტნიორი ობიექტების შესახებ, შეთავაზებები და მრავალი სხვა საჭირო ინფორმაცია.

კონტაქტი

ტელეფონი

+995 32 212 1240

ელ-ფოსტა

info@fitpass.ge

© Copyright 2025 Fitpass. All Rights Reserved.

FITPASS 2025